Bye !

Posted: October 26, 2010 in Uncategorized

დრო არ მაქვს საწერად  :) ბევრს ვმეცადინეობ თან ერრორ ამოაგდო ჩემ საიტზე ვპ მ და პოსტებიც წაიშალა ეხლა კიდე თავიდან მეზარება, დროც არ მაქვს … “იტოგში” დ.ჩ.სახელი :D

სპორტის ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ფანი სტადიონზე ან კორტზე შემორბის, ხშირად ისინი ან მოთამაშეს ესხმიან თავს ან თავისი შიშველი უკანალის დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა არის ადამიანი, რომელიც მათსავით თავს აღწევს დაცვას და შემორბის სტადიონზე, მაგრამ ის საზიანოს არაფერს აკეთებს, პირიქოთ ხშირად ართობს გარშემომყოფებს. მისი სახელია Jaume Marquet i Cot ან უბრალოდ Jimmy Jump.
ჯიმი ბაიერნი ბარსელონას თამაშზეც მოხვდა .. და მესის თავისი ქუდი უსახსოვრა

Read the rest of this entry »

ალბათ, ბევრ ჩვენგანს წაუკითხავს ვიქტორ ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”  ეჟენ სიუს “პარიზის საიდუმლოებები” პროსპერ მერიმეს “შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა” ამ და უამრავ წიგნში მოხსენიებულია უჩვეულო სამეფო, რომლის არსებობა მრავალი ისტორიული დოკუმენტით დასტურდება. ეს “არგოს სამეფო” გახლდათ, რომელიც მაშინდელი პარიზის განაპირას, უშენ ადგილზე, ძველი სასახლის ნანგრევებსა და მის მახლობლად მდებარე მიტოვებულ შენობებს მოიცავდა. გამოცდილი თვალიც კი ვერ შენიშნავდა ამ უშენ ადგილზე რაიმე ღირსშესანიშნავს, უფრო ძნელი კი იმის მიხვედრა იყო, რომ წყვდიადი და სიჩუმე მიწისქვეშა სამეფოს ბინადართა მჩქეფარე ცხოვრებას ფარავდა. Read the rest of this entry »

ყველაზე დიდ სამუშაოს ის ასრულებს, საკუთარ თავს ძილს და ოჯახს ყურადღებას მოაკლებს, გუნდის მოედანზე ღირსეულად გასაყვანად კი ყველაფერს გააკეთებს. ის არის ადამიანი, რომელიც ქმნის და აქრობს ვარსკვლავებს. იგი ხშირად ბლოკნოტ მომარჯვებული ზის და გაუთავებლად წერს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კალმის მაგივრად ჩუპა-ჩუპსი უჭირავს, წერის მაგივრად კი წუწნის მას. ხშირად საფეხბურთო გამარჯვებებს ფეხბურთელებს მიაწერენ, დამარცხებისას კი მწვრთნელს გალიოტინაზე აიყვანენ. ის არის გუნდში ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობის მფლობელი – მწვრთნელი.
ფეხბურთში რამდენი გუნდიც არსებობს იმდენი მწვრთნელი მოიძებნება. იყვნენ ისეთებო რომლებიც ქმნიდნენ ეპოქას, თუმცა ისეთებიც მოიძებნებიან რომლებიც აცამტვერებენ მათ.
უამრავი მწვრთნელი გამოირჩევა თავისი საინტერესო გამონათქვამებით. მე კი რამოდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
Read the rest of this entry »

მოგონებებმა ბედნიერ ბავშვობაზე, ანდა, ამაღელვებელ საკურორტო რომანებზე, შეიძლება, მძიმე წუთებში ადამიანი გაამხნეოს, მაგრამ სწავლულთა აზრით, იმ მოვლენათაგან მრავალს, რომელთაც ჩვენ გულაჩუყებითა და სინაზით ვიხსენებთ სინამდვილეშჲ ადგილი არასდროს ჰქონია. Read the rest of this entry »

”მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ. ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებს. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა წესრიგი უყვარდა. 16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა. ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა. მამა უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და და მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა საქართველოში რომ თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა – დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ – ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების – მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა. მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, და მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბათ რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა – ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ჩემიანი ვინმე დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას. გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა – ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა – ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ქონდეთო გადასახდელიო. Read the rest of this entry »

როგორც მოგეხსენებათ, 1966 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატს სხვადასხვა სიმბოლო ჰყავს. სიმბოლოები ძირითადად მასპინძელი ქვეყნის კულტურის მიხედვით იქმნება. პირველი “სიმბოლიკიანი” მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში ჩატარდა.  ის 11 ივლისს დაიწყო და იმავე თვის 30 რიცხვში გაიმართა საბოლოო მატჩი, სადაც მასპინძელმა ინგლისმა 4–2 ასეთი ანგარიშით სძლია დასავლეთ გერმანიას. იმ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო იყო ლომი, სახელად ვილი (Willie)
Read the rest of this entry »